თავში

დღეს NATO-ს სამიტი გაიმართება, რომელზეც საქართველოს საკითხს განიხილავენ

​დღეს NATO-ს სამიტი გაიმართება, რომელზეც საქართველოს საკითხს განი
დღეს NATO-ს სამიტი გაიმართება, რომელზეც საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს NATO-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

„ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი - კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე. ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში”, - ნათქვამია განცხადებაში.

NATO-ს სამიტი ბრიუსელში, რომელიც 14 ივნისს იგეგმება და მასში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიღებს, რეკორდულად მოკლე იქნება. ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახურში განაცხადეს.

სამიტი ერთ სამუშაო სესიას მოიცავს, რომლის ხანგრძლივობა 2,5 საათი იქნება.

"სამუშაო სესია 13:30-ზე (თბილისის დროით 15:30) დაიწყება და 16:00-მდე (თბილისის დროით 18:00) გაგრძელდება", - აღნიშნულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

ამგვარად, ალიანსის ლიდერებს 30 ქვეყნიდან NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის განსახილველად 150 წუთი ექნება. თითო გამომსვლელს, ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შესავალი და დასკვნითი სიტყვის გათვალისწინებით, 5 წუთზე ნაკლები ექნება.

ჩვეულებრივ ალიანსის სამიტები 2 დღეს გრძელდება და 3-4 სესიისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე საათს გრძელდება.

NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელის შტაბ-ბინაში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system