თავში

დღეს ოპოზიცია საპროტესტო აქცია-მსვლელობას გამართავს

დღეს ოპოზიცია საპროტესტო აქცია-მსვლელობას გამართავს

დღეს, 26 თებერვალს 13:00 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა "თავისუფლებისთვის" დაიწყება. 

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები მსვლელობას ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყებენ.

უკვე 15:00 საათიდან აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბებიან, სადაც ლიდერები სიტყვით გამოვლენ და სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ.

საპროტესტო აქციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ გათავისუფლდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია და მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა. ასევე, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system