თავში

დღეს, ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ - გახარია

დღეს, ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ - გახარია
დღეს, ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. 

მისივე თქმით, დღეს ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გაირღვეს.

"მინდა მოვუწოდო ყველას, მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. იმ არჩევნებში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის განახლება, შემდგომი განვითარება და ძლიერი სახელმწიფოს განვითარება. დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია. დღეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ და წავიდეთ წინ.

ყველა ის დარღვევა რომელსაც ჰქონდა ადგილი, იქნება აღრიცხული და დაფიქსირებული როგორც ჩვენ მიერ, ასევე დამკვირვებლების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. დავუმტკიცოთ საერთაშორისო საზოგადოებას და ერთმანეთს, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, მოდით არჩევნებზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system