თავში

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

დღეს,12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. მანამდე კი ბიუროს სხდომაა დაგეგმილი, სადაც რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დაზუსტდება.

პარლამენტი მესამე მოსმენით ე.წ. სამშენებლო ამნისტიას მიიღებს. 

გარდა ამისა, დეპუტატები პარლამენტის ეთიკის კოდექსში ცვლილებაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვით, ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში არა მარტო ფრაქციების, არამედ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უნდა გაერთიანდნენ.

ამასთან, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან დადგენილების პროექტს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system