თავში

დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს

დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს
დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტს, დღეს, საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

როგორც report.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა. 

პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც.

ახალი კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 31 მარტიდან მოქმედებდა კომენდანტის საათიც. საგანგებო მდგომარების მოხსნის თარიღად თავდაპირველად 21 აპრილი დასახელდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ 22 მაისის ჩათვლით გადაიწია.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისიდან გაუქმდა, თუმცა გარკვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, 15 ივლისამდე რჩება სხვადასხვა ტიპის რეგულაცია.

თუმცა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მიუხედევად იმისა, რომ შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, ეს არ გამორიცხავს, მათი ნაწილის, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის, უფრო ადრე მოიხსნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system