თავში

"დღეს რომ ჩვენი მთავრობა იყოს, სიკვდილიანობა 3-4-ჯერ ნაკლები იქნებოდა" - სააკაშვილი

"დღეს რომ ჩვენი მთავრობა იყოს, სიკვდილიანობა 3-4-ჯერ ნაკლები იქნებოდა" - სააკაშვილი
დღეს რომ ჩვენი მთავრობა იყოს, სიკვდილიანობა 3-4-ჯერ ნაკლები იქნებოდა - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და მორიგ მიმართვას ავრცელებს.

"ბოლო 3 დღეში საქართველოში კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა. ყველა უბედურებასთან ერთად ჩვენ მიგვაჩვიეს, რომ საქართველოში არის ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი. ეს იმ პირობებში, როცა საქართველოში ბიზნესს ათმაგად მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს, ვიდრე უკრაინაში. თითქმის მთელი დრო, ყველა კაფე და მაღაზია მუშაობდა კიევსა და ოდესაში და ტურისტულ სექტორზე დამოკიდებულ საქართველოში დრაკონულად მოკეტეს ყველაფერი.

თითქოს არაფერი და გავატარეთ ტიკარაძის აღიარება, რომ ძირითადად ხალხი იღუპება საავადმყოფოში აკიდებული დამატებითი ინფექციის გამო. მაშინ რაღას ავაშენეთ ჩემს დროს 150 თანამედროვე საავადმყოფო, თუ ძველი საბჭოთა საავადმყოფოების პირობებშიც კი, უკრაინას ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა. ზუსტად ვიცი, დღეს რომ ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა იყოს საქართველოში, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system