თავში

დღეს საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვევა
დღეს საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვევა

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. გიტანას ნაუსედა დღეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო პუნქტს ეწვევა, რის შემდეგაც სოფელ პატარა ხურვალეთთან მედიისთვის ბრიფინგს გამართავს და განცხადებას გააკეთებს.

პარასკევს კი ის, პირველ ლედისთან ერთად, თავის ქართველ კოლეგას პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობითაც. გაკეთდება ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. ლიეტუვის პრეზიდენტი აუდიენციას გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

დაგეგმილია სტუმრობა საპატრიარქოში ილია მეორესთან. ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system