თავში

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების მეორე ტური ხუთ თვითმმართველ ქალაქში, შემდეგ კანდიდატებს შორის ტარდება:

თბილისი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკანორ მელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძე;

რუსთავი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ნინო ლაცაბიძე;

ქუთაისი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხატია დეკანოიძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ იოსებ ხახალეიშვილი;

ფოთი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი უგულავა, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ბექა ვაჭარაძე;

ბათუმი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი კირთაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ არჩილ ჩიქოვანი;

არჩევნების მეორე ტურში 15 თვითმმართველ თემში მონაწილე კანდიდატები არიან:

თელავი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბოტკოველი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ლევან ანდრიაშვილი;

თიანეთი - “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ თამაზ მეჭიაური, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ლევან წიკლაური;

ქარელი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკოლოზ ახალკაცი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ზაზა გულიაშვილი;

ხაშური - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იოსებ ბუაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ თენგიზ ჩიტიაშვილი;

ცაგერი - “გახარია ‒ საქართველოსთვის“ ბესარიონ ბენდელიანი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გიორგი ნემსაძე;

ბაღდათი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი რობაქიძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ - კახა ენუქიძე;

წყალტუბო - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა მეტრეველი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გენადი ბალანჩივაძე;

ოზურგეთი - “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ავთანდილ თალაკვაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - კონსტანტინე შარაშენიძე;

სენაკი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კობა ნაყოფია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ვახტანგ გადელია;

მარტვილი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თეიმურაზ ჯანაშია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ თორნიკე ჯანაშია;

ხობი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბესიკი შენგელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ დავით ბუკია;

ზუგდიდი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ანზორ მელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ მამუკა წოწერია;

წალენჯიხა - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ხარჩილავა, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გოგა გულორდავა;

ჩხოროწყუ - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბადრი ქარჩავა,“ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ დათო გოგუა;

ხელვაჩაური - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიშა ბოლქვაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ზაზა დიასამიძე.

ცნობისთვის, მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური 40 საარჩევნო ოლქსა და 1869 საარჩევნო უბანზე ტარდება.

კერძოდ, არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი; ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს.

მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს 2 088 722 მოქალაქეა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა არჩევნების მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ასაკი უსრულდებათ, არის 2 069.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში იმართება.

ამომრჩევლებს ასევე მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და იზოლაციაში მყოფებისთვის 29 სპეციალური უბანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system