თავში

დღეს თბილისს შარლ მიშელი ეწვევა

დღეს თბილისს შარლ მიშელი ეწვევა
დღეს თბილისს შარლ მიშელი ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს საქართველოში ჩამოდის.

პარტიებს შორის შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს ის დისტანციურად, ბრიუსელიდან ადევნებდა თვალს.

"ხვალ ჩამოვდივარ საქართველოში, რომ შევხვდე ყველა თქვენგანს, რათა განვიხილოთ საკითხი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ საქართველოსა და ევროპულ საბჭოს ურთიერთობის განსამტკიცებლად," - განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელის განცხადებას წინ უღძღოდა სალომე ზურაბიშვილის მიმართვა. საქართველოს პრეზიდენტის, თქმით, დროა, შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართელოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მუშაობა ხელახლა და მეტი ინტენსივობით დაიწყოს. აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ კი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია.

"მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს იმისთვის, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, მისი სტაბილურობა და დემოკრატიულობა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა დეპოლარიზაციისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა უნდა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ერთობლივად. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად აქტიურად უნდა გაიხსნას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამაზე დავიწყებთ მუშაობს ძალიან სწრაფად და მინდა ეს მუშაობა დაიწყოს თუნდაც ხვალვე, თქვენი ვიზიტით" - მიმართა ზურაბიშვილმა შარლ მიშელს. 

ეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რიგით მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system