თავში

დღეს ვაქცინების ომია - სერგეენკო

დღეს ვაქცინების ომია - სერგეენკო
დღეს ვაქცინების ომია - სერგეენკო

დღეს, მსოფლიოში ვაქცინები არის ტოპ საკითხი, რაზეც მიდის მსჯელობა და არც თუ ისე მშვიდობიანი ურთიერთობები. შეგვიძლია, ამას ვაქცინების ომიც დავარქვათ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, ვაქცინების საკითხი ჯანდაცვის სფეროს გაცდა და პოლიტიკურ - ეკონომიკური სფეროს მოქმედების ქვეშ მოექცა. 

"არცერთი სხვა სფერო - ენერგომატარებლებიდან დაწყებული და ძვირფასი მეტალებით დასრულებული, ისეთი ყურადღების ქვეშ არ არის, როგორც ვაქცინები. ამიტომ საქართველომ აირჩია ის გზა, რომ უსაფრთხოებისა და შედეგიანობის ყველაზე მაღალი დადასტურების შემდეგ დაიწყოს ამა თუ იმ სახის ვაქცინით მოსახლეობის აცრა. ჯანმო-ს პოზიციაა, რომ მან დადასტურება მხოლოდ ორ ვაქცინას მისცა, ჩინურ ვაქცინაზე კი განცხადება აქვს გაკეთებული, რომ მოსალოდნელია აპრილის ბოლოსკენ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და წინასწარი მოცემულობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, ჩემი აზრით, საბოლოო ვერდიქტს უნდა დაველოდოთ. ვაქცინების საკითხი ჯანდაცვის საკითხს გაცდა და უკვე გახდა პოლიტიკური, ფინანსური, შეიძლება, ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ. ყველაზე რბილი ნათქვამი ალბათ, ეს არის, რომ კონკურენციის გამო შეიძლება მიდიოდეს კონკურენტი კომპანიების მიერ ერთმანეთის პროდუქციის დაკნინება და შავი პიარი", - განაცხადა სერგეენკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system