თავში

დღეს ჟენევის მოლაპარაკებები იწყება

დღეს ჟენევის მოლაპარაკებები იწყება
დღეს ჟენევის მოლაპარაკებები იწყება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები ტრადიციულად საკმაოდ მძიმე ფონზე იმართება.

„არის მეორე ჯგუფი, სადაც ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილება. ამ ჯგუფში მთავარი თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. ეს არის უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები ერგნეთსა და გალში. სამწუხაროდ, გალში დიდი ხანია, ეს შეხვედრები არ იმართება. ჩვენ მოვითხოვთ ამ შეხვედრების აღდგენას, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი, ადგილზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ვითარების ოდნავ მაინც გასაუმჯობესებლად. მოლოდინი გვაქვს, რომ ორივე მიმართულებით შეხვედრები რეგულარული გახდება“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system