თავში

დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს

დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს
დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს დაასრულებს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა სესიების ჩატარება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა და 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. თავდაპირველად, პარლამენტს ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი, 2019 წლის ივნისის მოვლენების გამო, ის თანამდებობიდან გადადგა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა.

4-წლიანი საქმიანობის განმავლობაში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო არაერთი კანონპროექტი, მათ შორის ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system