თავში

"დღესვე გავემგზავრები ბათუმში" - პრემიერი

"დღესვე გავემგზავრები ბათუმში" - პრემიერი
დღესვე გავემგზავრები ბათუმში - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დღესვე გაემგზავრება ბათუმში და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

"ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მოქალაქეების ხმა ისმის, ისინი შველას ითხოვენ.

მსხვერლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ბათუმში გაემგზავრა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system