თავში

დღესვე მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - ბაქრაძე

დღესვე მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - ბაქრაძე
დღესვე მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - ბაქრაძე

დღესვე მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ელჩების მონაწილეობით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, "ქართული ოცნების" გადასაწყვეტია მოლაპარაკების გზას აირჩევს, თუ დაძაბულობისა და დაპირისპირების გზით წავა. 

"ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა, დღესვე მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ელჩების მონაწილეობით, დღესვე დავიწყოთ საუბარი იმ კრიზისიდან გამოყვანაზე, რომელშიც "ქართული ოცნების" რადიკალებმა შეგვიყვანეს ყველა ერთად. ამიტომ გვაქვს ეს ორი გზა, დაძაბულობის დაპირისპირების და არეულობის უფსკრული ამ ქვეყანაში, ან დიალოგის, ურთიერთობის და მშვიდობიანი მომავლის გზა. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და ნორმალურ მომავალს, "ქართული ოცნების" გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system