თავში

დღევანდელმა აქციამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი იწონებს არჩევნების შედეგებს - კობახიძე

დღევანდელმა აქციამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი იწონებს არჩევნების შედეგებს - კობახიძე
დღევანდელმა აქციამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი იწონებს არჩევნების შედეგებს - კობახიძე

ქარველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს ამ არჩევნების შედეგებს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ამას აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა ცხადყოფს. 

კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ მოახერხა “სათანადო რაოდენობით” ხალხის შეკრება. დეპუტატის მტკიცებით, აქციის პიკზე იყო 7000 ადამიანი, ხოლო წამზომის გამორთვამდე – 3000-ზე ნაკლები.

"ჩვენ თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. თუმცა, როდესაც პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, აქციაზე ადამიანების რაოდენობას, ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება. შესაბამისად, დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს. 

ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთები, როგორებიც დღეს გამოდიოდნენ მაგალითად ტრიბუნიდან. ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, წინსვლა და განვითარება" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system