თავში

"დღის წესრიგი აქვს დაწესებული სააკაშვილით" - ზარქუა ლომჯარიაზე

"დღის წესრიგი აქვს დაწესებული სააკაშვილით" - ზარქუა ლომჯარიაზე
დღის წესრიგი აქვს დაწესებული სააკაშვილით - ზარქუა ლომჯარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებლად ჩამოყალიბდა.

"სამწუხაროდ, ქალბატონი ლომჯარია ჩამოყალიბდა უფრო ამ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებლად და მათი უფლებებისა და რაღაც იდეების გამტარებლად. სამწუხაროდ, შეიძლება ვცდები, მაგრამ ფაქტების მიხედვით, ასეა. მას რომ შეესწავლა ამ წლების განმავლობაში, რა ხდებოდა, თუ როგორ იყო შელახული პატიმრების უფლებები ამ რეჟიმის დროს და პირიქით, რომ ეთქვა რომ აი, ის გამოძიებული არის თუ არა, არც დაინტერესებულა, მაგრამ ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით უკვე ყოველდღიურად ატარებს ბრიფინგებს და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მას დღის წესრიგი აქვს დაწესებული სააკაშვილით და ამთავრებს სააკაშვილით, თუმცა ესეც მისი არჩევანია. უბრალოდ, ჩვენ ფაქტებს ვაანალიზებთ და ეს ფაქტები კიდევ ყველაფერ ამაზე მეტყველებს", – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system