თავში

დიახ, მკვლელი არის მკვლელი - თაკო ჩარკვიანი

დიახ, მკვლელი არის მკვლელი - თაკო ჩარკვიანი
დიახ, მკვლელი არის მკვლელი - თაკო ჩარკვიანი

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"მძიმე იყო გუშინდელი დღე. სამი საათის განმავლობაში ვისმენდით "მკვლელებო, მწამებლებო". ასე არ მიცხოვრია, ვითმინო, რომ ამ ადამიანმა მკვლელი მეძახოს. მთელი ცხოვრება მგონია, რომ ჭიანჭველისთვის არ დამიდგამს ფეხი. ეს არის მისი მდგომარეობა, მაგრამ საქმე ეს არ გახლავთ.
გარდა იმისა, რომ ძალიან ნაკლები განათლების ქალბატონია და ნახეთ თქვენ რაზედაც გაღიზიანდა. შენიშვნა მივეცი როდესაც თქვა, რომ ტანსაცმელს არ ვაქცევდი ყურადღებას ქართულ ცეკვაში. მინდა შევახსენო, რომ სამოსელი ჰქვია ამ ყველაფერს. ეს არის ყველაზე ნაკლები უბედურება, ვიდრე ჩვენ გვჭირს.
არ მინდა სიტყვა შეურაცხადი ვთქვა, მაგრამ შეუძლებელია უკიდურესად გლანძღავდეს ადამიანი, გეუბნებოდეს "შენ ხარ მკვლელი" და არ უპასუხო. წულუკიანმა თქვა ასეთი ფრაზა მკვლელი არის მკვლელი, მწამებელი არის მწამებელი, თქვენი გალიაში მყოფი პრეზიდენტი არის მკვლელი და ამაზე მე ვუპასუხე დიახ, მკვლელი არის მკვლელი, მიკროფონის ქურდი არის მიკროფონის ქურდი და დამხვრეტი არის დამხვრეტი.
არ მგონია 3 საათის განმავლობაში თქვენს ლექსიკონში გამოყენებული სიტყვა "მკვლელი" თქვენთვის ძალიან მოგებიანი იყოს მეთქი. არასდროს არ ვისვრი ფრაზებს ისე, რა თქმა უნდა, ეს მას მიზანში მოხვდა და ამოაფრქვია ის, რაც ამოაფრქვია",
- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system