თავში

დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონიერად - ირაკლი ღარიბაშვილი

დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონიერად - ირაკლი ღარიბაშვილი
დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონიერად - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერნეტსა და მედიაში გავრცელებულ, სავარაუდო ფარული მოსმენების ამსახველ ფაილებს ფაბრიკაციას უწოდებს. 

ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შეთქმულება და შეტევაა როგორც ეკლესიაზე, ასევე სახელმწიფოზე.

"ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. 

რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ, დიახაც ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში," - განაცხადა ირაკლია ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system