თავში

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - კალაძე

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - კალაძე
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - კალაძე

თბილისის მერისა და  „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. აღნიშნულით კალაძე ოპოზიციის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს აცხადებს. 

მისივე თქმით, გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული, პრემიერ-მინისტრთან ერთად ვინ უნდა იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოლაპარაკებას, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. თუ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე, იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, პანდემიის სწრაფად დაძლევა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დიალოგს, საუბარს არ აქვს ალეტრნატივა, ასევე კომპრომისებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system