თავში

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - კალაძე

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - კალაძე
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - კალაძე

საბედნიეროდ, დაკავების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. 

„სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა და უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპაციის 100 წლის თავზეც ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system