თავში

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - მდინარაძე

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - მდინარაძე
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - მდინარაძე

მიუხედავად ამ ძალიან ცუდი კამპანიისა, ამ დღეების განმავლობაში მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად დავსხდებით, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმი, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

"როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ითავა მედიაცია, მოლაპარაკების პროცესიდან გასვლა წარმოუდგენელია. სახელმწიფოს ინტერესია, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს და კონკრეტული შედეგით დასრულდეს. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით.

მიუხედავად ამ ძალიან ცუდი კამპანიისა, რომელიც მათ ფალსიფიცირებული და კუდის მიერ მოსმენილი ჩანაწერებით დაიწყეს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, საქართველოს მეტი გზა წარმოუდგენელია, რომ ჰქონდეს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სიმართლეს და დასავლელი პარტნიორების მცდელობას, მივიღოთ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები.

ვფიქრობ, რომ ამ დღეების განმავლობაში მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად დავსხდებით. ამის გარანტია არის მათ შორის ისეთი პერსონა, როგორიც შარლ მიშელია. 

ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, რადგან როცა მოლაპარაკებაზე მხარეები სხდებიან, მათ უწევთ კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა. ამას მხოლოდ ოპოზიციაზე არ ვამბობ, ჩვენზეც ვლაპარაკობ. ჩვენ არაერთი კომპრომისული წინადადება უკვე დავაყენეთ და მივიტანეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system