თავში

დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს - ლონდა თოლორაია

დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს - ლონდა თოლორაია
დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია იმედს გამოთქვამს, რომ მისი უწყების გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს.

როგორც თოლორაიამ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც მმართველ გუნდს კანონის მიღება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ერთადერთი მიზანია, მათ არადემოკრატიული ნაბიჯის გადადგმის გამო მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას. 

"როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტს ძალიან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ კანონის მიღება და ჩემი მიზანი ახლა დარჩა ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ მათ არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის მიღების გამო, რომელიც ალბათ დღეს ან მაქსიმუმ ხვალ იქნება მიღებული. 

დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ კომენტარი, რომ პარლამენტი შეეგებება ამ ვეტოს, ანუ მათ არ აინტერესებთ არც პრეზიდენტის არგუმენტები და არა მხოლოდ ჩვენს ინსტიტუტს არ სცემენ პატივს, არამედ გუშინ ამ განცხადებებით არც პრეზიდენტის ინსტიტუტს სცეს პატივი. მე პრეზიდენტის განცხადება მაფიქრებინებს, რომ იგი ამ ბერკეტს გამოიყენებს", - აღნიშნა თოლორაიამ.

ვეტოს გამოყენებისკენ პრეზიდენტს დღეს "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამაც მოუწოდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system