თავში

დიდი მადლობა, ვამაყობ თქვენით - ირაკლი ღარიბაშვილი - VIDEO

დიდი მადლობა, ვამაყობ თქვენით - ირაკლი ღარიბაშვილი
დიდი მადლობა, ვამაყობ თქვენით - ირაკლი ღარიბაშვილი - VIDEO

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, ნიკა მელია არის კრიმინალი, ხოლო მისი დაკავების ოპერაციისას პოლიციამ უმაღლესი სტანდარტი აჩვენა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მას ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი უწოდა.

"დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვაყვს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, მე მინდა მას და ყველა პოლიციელს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მათ დაიცვეს სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ, ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. მე გუშნ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი. მე ყველას შევახსენებ, რომ ბატონი მელია იყო გასამართლებული ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე. ხოლო ის გადაწყვეტილება, რის შემდეგაც დღეს დააკავეს, უკავშირდებოდა სწორედ ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დადგეგმეს და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გამოცდა გადაწყვიტეს. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა მოქალაქე არის ვალდებული, დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. რაც შეეხება პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს - ეს არის ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ჩვენმა გმირმა პოლიციამ. ის რაც არის ევროპული და ამერიკული დემოკრატიების სტანდარტი. 

რა თქმა უნდა ჩვენ ყველა მოქალაქის აზრის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ, ჩვენ ასე გვესმის, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. 

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქემთა მინისტრს და მთელს პოლიციას. ვამაყობ თქვენით" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system