თავში

დიდი ოპტიმიზმით არ ვარ განწყობილი - ნინო ბურჯანაძე

​დიდი ოპტიმიზმით არ ვარ განწყობილი - ნინო ბურჯანაძე
დიდი ოპტიმიზმით არ ვარ განწყობილი - ნინო ბურჯანაძე

დიდი ოპტიმიზმით არ ვარ განწყობილი, - "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

ბურჯანაძის თქმით, დიალოგის რეჟიმმა არ უნდა ჩაანაცვლოს ვადამდელი არჩევნები.

"დიდი ოპტიმიზმით არ ვარ განწყობილი, თუნდაც იმ კომენტარებიდან გამომდინარე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს მხრიდან მოჰყვა ამ დიალოგის შეთავაზებას. ერთი, რაც ამ პროცესში მნიშვნელოვნად მიმაჩნია, პროცესში ჩართული უნდა იყოს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, ვინც მართლა ოპოზიცია არის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დიალოგის რეჟიმმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაანაცვლოს ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან განცხადება გაავრცელა, რომლითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system