თავში

დიმიტრი ხუნდაძე: შემიძლია მანდატი დავტოვო

დიმიტრი ხუნდაძე: შემიძლია მანდატი დავტოვო
დიმიტრი ხუნდაძე: შემიძლია მანდატი დავტოვო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე მზად არის მანდატი დატოვოს. განცხადება მან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე გააკეთა, რომელსაც პარლამენტში ამ წუთებში განიხილავენ. დიმიტრი ხუნდაძემ საარჩევნო კანონპროექტის განხილვის გადავადებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, თუმცა არჩილ თალაკვაძემ ის არ დააკმაყოფილა.

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი გარკვეულ რისკებს შეიცავს და ის კენჭის ყრისას, ან მხარს არ დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს, ან უარს საპარლამენტო მანდატზე იტყვის.

„ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. სხდომაზე შევეცდები დავაყენო ის კითხვები და ის რისკები გავაცნო არა მხოლოდ პარლამენტარებს, არამედ საზოგადოებასაც, რა რისკების წინაშეც შესაძლოა ნაჩქარევი გადაწყვეტილებით დადგეს ქვეყანა.

ამ კითხვებზე მოვითხოვ პასუხს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ იქნება ამომწურავი პასუხები, რომლებიც გავლენას იქონიებს ჩემს გადაწყვეტილებაზე. მინიმუმ არ დავუჭერ მხარს და თუ ვინმე შეეცდება, გადამარწმუნოს ან მაიძულოს, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღო, არ დამენანება და ამისთვის შემიძლია, დავტოვო მანდატი“ - აცხადებს ხუნდაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ცვლილება დააანონსა, რომელიც მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნულ პროცენტიანი ბარიერით გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system