თავში

დიმიტრი ხუნდაძის შემდეგ, მანდატის დატოვებაზე კიდევ ერთი დეპუტატი ალაპარაკდა 

დიმიტრი ხუნდაძის შემდეგ, მანდატის დატოვებაზე კიდევ ერთი დეპუტატი ალაპარაკდა 
დიმიტრი ხუნდაძის შემდეგ, მანდატის დატოვებაზე კიდევ ერთი დეპუტატი ალაპარაკდა 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის შემდეგ, მანდატის დატოვებაზე კიდევ ერთი დეპუტატი ალაპარაკდა. ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის საპარლამენტო უფლებამოსილება შეიჩეროს, თუ კი უმრავლესობის მხრიდან ადგილი ექნება ზეწოლას, რომ მან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს.

„მე და ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ ვთქვით ასეთი რამ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა იქნება, რომ გინდა თუ არა პროპორციულ სისტემას ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ, ჩვენ მზად ვართ ამ ზეწოლას გავუძლოთ და საერთოდ უარი ვთქვათ მანდატებზე”,-განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება ცოტა ხნის წინ დიმიტრი ხუნდაძემაც გააკეთა.

პარლამენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე ამ წუთებში მსჯელობს. განიხილება უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი.

ცოტა ხნის წინ კი პარლამენტმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩააგდო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system