თავში

დიმიტრი ხუნდაძე უმრავლესობის შეხვედრაზე: კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ

დიმიტრი ხუნდაძე უმრავლესობის შეხვედრაზე: კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ
დიმიტრი ხუნდაძე უმრავლესობის შეხვედრაზე: კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ

"კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ"-ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. მისი თქმით ყველა სხვა შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად დისკუსია არ იყო დაძაბული, თუმცა ამომწურავი პასუხები მან და მისმა თანამოაზრეებმა ვერ მიიღეს.

მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე მიეცა საშუალება, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტი წარედგინათ თუმცა ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის სხვა წევრები წინააღმდეგები არიან, რომ მან და მისმა თანამოაზრეებმა პროცესი გააგრძელონ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით ის და მისი თანაგუნდელები გავლენ ქუჩაში და საზოგადოებას კანონპროექტს გააცნობენ. ამის შემდეგ კი კანონპროექტის ინიცირებისთვის საჭირო 200 ათას ხელმოწერას შეაგროვებენ. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძეც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system