თავში

დინჯი კაცია და რატომ აცეტდა არ ვიცი - ელისაშვილი

დინჯი კაცია და რატომ აცეტდა არ ვიცი - ელისაშვილი
დინჯი კაცია და რატომ აცეტდა არ ვიცი - ელისაშვილი

აშკარად, დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს და დეპუტატია - რა მუხლი დაარღვია არ ვიცი, მაგრამ დინჯი კაცია პაპუაშვილი და ეგრე რატომ აცეტდა, არ ვიცი,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ერთადერთი, რაც ჩემთვის მისაღები იყო, იყო ის ბანერები, რომელიც მედიამ გადმოკიდა. მედიას აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი დაღუპული ოპერატორის გამო, დარბევის გამო, რომელიც 5 ივლისს მოხდა, მაგრამ რაც გუშინ მოხდა სხდომათა დარბაზში, ორივე მხრიდან ჩემთვის მიუღებელია. ჯერ „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეხტებიან სკამებზე, მაგიდებზე, ყირაზე გადადიან, მერე აშკარად დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს და დეპუტატია, ამოიჩარა ეს თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით და ჩაიშალა სხდომა. ეს არის მიუღებელი. მე პირადად, კვირა დღეს მოვედი, რომ მომესმინა გომელაურისთვის და კითხვები დამესვა, რაც მე პირადად და საზოგადოებას აწუხებს. ჯერ პირველი წინადადების მერე, მინდოდა მეორე მომესმინა -„წავედი, გადავდექი, რადგან 5 ივლისს ვერ გავართვი თავი ვითარების კონტროლსო“, მაგრამ ვინ აცალა, დაიწყო და დაიწყო ეს ისტერიკა. პარლამენტი არ არის ცირკი, პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ. კი ბატონო, პროტესტიც გამოვხატოთ, მაგრამ ზღვარი აქვს ყველაფერს. არ ვიცი პაპუაშვილმა რა მუხლი დაარღვია და როგორ, მაგრამ ადამიანურად იყო ძალიან რთული სანახავი, თან დინჯი კაცია პაპუაშვილი და ეგრე რატომ აცეტდა, არ ვიცი,“ - განაცდახა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა., „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა მას ძალის გამოყენებით დაატოვებინა ადგილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system