თავში

დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა
დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

ოპოზიციის ლიდერებსა და ევროპარლამენტარებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ევროპელმა დეპუტატებმა დეტალურად იციან, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში.

„არსებობს ძალიან ღრმა შეშფოთება და მზაობა, რომ ქართული ოცნების მიმართ მკაცრი ნაბიჯები გადაიდგას. ისინი გახდებიან კიდევ უფრიო აქტიურები, მეტად ჩაერთვებიან პროცესებში და შესაძლოა კონკრეტული ულტიმატუმებიც კი იქნას წაყენებული „ქართული ოცნების“ მიმართ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, მშვიდობიანმა პროტესტმა მიზანს მიაღწია და ოპოზიციამ ხელისუფლების „ტყუილთან ჭიდილში“ გაიმარჯვა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ევროპარლამენტარები არ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ საარჩევნო მოდელს უჭერენ მხარს.

რა საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში არის ჩვენი, ქართველების გადასაწყვეტი. არ უნდა ველოდოთ ევროპარლამენტის დეპუტატებისგან, რომ ისინი მხარს დაუჭერენ გერმანულ, ჩეხურ ან უნგრულ მოდელს. ისინი მხარს დაუჭერენ იმ მოდელს, რომელზეც თანხმდება ქართული პოლიტიკური სპექტრი და ქართული საზოგადოება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატები მოუწოდებენ ქართველ პოლიტიკოსებს, მონახონ სიტუაციის განმუხტვის გზა და კომპრომისი. ბაქრაძე ამბობს, რომ თუ პროცესების დასტაბილურებას ხელს გერმანული საარჩევნო მოდელი შეძლებს, ევროპელი დეპუტატებიც სწორედ მას დაუჭერენ მხარს.

ევროპარლამენტარებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system