თავში

დიპლომატების თხოვნა იყო არ წამოვგებოდით პროვოკაციას - ნიკა მელია

დიპლომატების თხოვნა იყო არ წამოვგებოდით პროვოკაციას - ნიკა მელია
დიპლომატების თხოვნა იყო არ წამოვგებოდით პროვოკაციას - ნიკა მელია

თბილისში ოპოზიციის მერობის ერთიანმა კანდიდატმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისი დატოვა. 

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბევრი აქვს სალაპარაკო და 21:00 საათზე პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრებს.

"ყველამ ძალიან კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოს ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რას აწყობდნენ. მათი თხოვნა იყო, ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებოდით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი, რომელიც ძალადობს ადამიანებზე ყოველდღიურად, ამაზე ნათლად "ქართული ოცნებას" რომ მოენდომებინა, საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენდა მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ბევრი მაქვს სალაპარაკო, ბევრი მაქვს სათქმელი, 21:00 საათზე მექნება ბრიფინგი", – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

"ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system