თავში

,,ლელო" პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

,,ლელო" პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
,,ლელო პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს" განცხადებაშია აღნიშნული. ,,ლელო" მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს, ასევე მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს, მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე მკაცრი რეაგირება.

,,საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დღევანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ - ,,არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება", - წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.

პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მყოფ, ათასობით პატრიოტ ჯარისკაცს, ვეტერანებს, საერთაშორისო მისიებში და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს, რომლებიც სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირნენ. ასევე საერთაშორისო მისიებში მყოფ შენაერთებს, რომელთა გმირულ მსახურებაზე დგას ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოტენციალი", - აღნიშნულია ,,ლელოს" განცხადებაში.

"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა" - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 10 დეკემბერს, სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system