თავში

დმანისის ინციდენტი უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციას - ღარიბაშვილი

დმანისის ინციდენტი უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციას - ღარიბაშვილი
დმანისის ინციდენტი უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციას - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემეირ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და დამნაშავეც დააკავა. 

მისივე თქმით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს.

„დმანისთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარი. პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებულია პიროვნება, რომელიც, სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system