თავში

დმანისის მერმა "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის შესახებ მედიისგან გაიგო

დმანისის მერმა "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის შესახებ მედიისგან გაიგო
დმანისის მერმა ქართული ოცნებიდან გარიცხვის შესახებ მედიისგან გაიგო

"მე საქმის კურსში არ ვიყავი, გავიგე რომელიღაც ინტერნეტ-გამოცემიდან“- ამის შესახებ report.ge-ს დმანისის მერმა განუცხადა.

გიორგი ტატუაშვილის თქმით მას "ქართული ოცნებიდან" არავინ დაკავშირებია და არ უცნობებია პარტიიდან გარიცხვის შესახებ. ის ასევე უარყოფს პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სხვა კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. 

ტატუაშვილი ამბობს, რომ რჩება მერის თანამდებობაზე და აგრძელებს მუშაობას. 

„სიმართლე გითხრათ ჟურნალისტებისგან გავიგე. მე არავინ დამკავშირებია. მიზეზი წერია - კონკურენტი პარტიის მხარდაჭერისთვისო, ამ შემთხვევაში ხომ უნდა ეწეროს ვის ვუჭერდი მხარს. მაგას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე საქმის კურსში არ ვიყავი, გავიგე რომელიღაც ინტერნეტ-მედიის ნიუსიდან. ვაგრძელებ და ვასრულებ მერის მოვალეობას, ვახორციელებ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ვავითარებ მუნიციპალიტეტს“- განაცხადა დმანისის მერმა

შეგახსენებთ,„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან გარიცხეს. ამის შესახებ ნათქვამია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system