თავში

დმანისში მომხდარს არ აქვს გამართლება, დამნაშავე უნდა დაისაჯოს - კობახიძე

დმანისში მომხდარს არ აქვს გამართლება, დამნაშავე უნდა დაისაჯოს - კობახიძე
დმანისში მომხდარს არ აქვს გამართლება, დამნაშავე უნდა დაისაჯოს - კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დმანისში მომხდარ ფაქტს არავითარი გამართლება არ აქვს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

"რაც დმანისში მოხდა, ამას არ აქვს არავითარი გამართლება. შესაბამისად, ერთადერთი, რაც შეიძლება, ითქვას, არის ის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ასეთ მძიმე ქმედებას არავითარი გამართლება არ აქვს, რაც ჩვენ ვიხილეთ დმანისში. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რაც შეიძლება, ჩვენ გვქონდეს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩადის ასეთ ქმედებას და რომელი პარტიის წარმომადგენელია.

სამი თვის განმავლობაში არ ყოფილა არავითარი არსებითი ინციდენტი. აქედან იყო ძალიან მძიმე ამოვარდნა, რაც მოხდა დმანისში. რა თქმა უნდა, ეს იმსახურებს ძალიან მძიმე შეფასებას, საჭიროა კანონის მიხედვით სათანადო ზომების მიღება არა მარტო იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ამ კონკრეტულ ქმედებას, არამედ იმისთვისაც, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ამ ყველაფერს და მომავალში არ განმეორდეს", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system