თავში

დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე - კობახიძე

დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე - კობახიძე
დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე - კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას ვადამდელი არჩევნების შესახებ.

კობახიძის თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დასავლეთი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.

,,დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე. ეს ფაქტი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე მრავალგზის აღიარებული ჭეშმარიტების კიდევ ერთი დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში", - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system