თავში

დოკუმენტში იქნება საკითხი, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს - ვაშაძე

დოკუმენტში იქნება საკითხი, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს - ვაშაძე
დოკუმენტში იქნება საკითხი, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს - ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დოკუმენტში იქნება საკითხი, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ შესათანხმებელი დოკუმენტის შინაარსზე, რომელზეც მხარეები მედიატორთან ერთად მუშაობენ კონკრეტულად ვერ ისაუბრებს.

,,დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო რეფორმას, შინაარსს ვერ გეუბნებით, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება. თუ ვინმე არღვევს შეთანხმებას, არღვევს ღარიბაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პირდაპირ, 2024 წელს იქნება არჩევნები, ყოველგვარი სავარაუდო რიგგარეშე არჩევნების გარეშე. ეს არის ტყუილი, ეს არ არის სწორი. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. თქვენ თვითონ დაინახავთ, რომ ამ დოკუმენტში იქნება საკითხი, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებს, მასთან მისასვლელ გზას. როგორი იქნება ეს გზა, რანაირად დავიწყებთ ამაზე მუშაობას, ეს კიდევ რამდენიმე დღის საგანია," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system