თავში

,,დრო იწურება" - ევროკავშირის ელჩის მოწოდება

,,დრო იწურება" - ევროკავშირის ელჩის მოწოდება
,,დრო იწურება - ევროკავშირის ელჩის მოწოდება

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, დიალოგისკენ მოუწოდებს. როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის დრო იწურება.

 "ჩვენ გვესმის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი არ არის მარტივი. ამისთვის დროც სულ უფრო ნაკლები რჩება, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული და რაც შეიძლება მოკლე დროში გახდება შესაძლებელი, ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევა", - განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი, ოპოზიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system