თავში

დროა, დავასრულოთ აგრესია - კახა კალაძის მიმართვა

დროა, დავასრულოთ აგრესია - კახა კალაძის მიმართვა
დროა, დავასრულოთ აგრესია - კახა კალაძის მიმართვა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა სოციალური ქსელის live ჩართვაში გვიან ღამით ამომრჩეველს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. 

კახა კალაძის თქმით, პრობლემები, რომელიც დედაქალაქში არსებობს, კონკრეტული პროექტებით მოგვარდება.

მისი თქმით, დროა დასრულდეს სიძულვილი და აგრესია, რაც მისივე მტკიცებით, ოპონენტების მხრიდან მოდიოდა.

"მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა ჩემს მხარდამჭერს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გვგულშემატკივრობდით და ყველაფერს აკეთებდით იმისთვის, რომ წარმატებას მიგვეღწია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველ რიგში ჩვენს ქალაქს - თბილისს, თბილისელებს სჭირდება მომდევნო წლების განმავლობაში ყველა იმ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და რეალიზება, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში მოყოლებული, 2017 წლიდან გვაქვს წამოწყებული და მართლა ბევრი სასიკეთო საქმე გვაქვს გაკეთებული ამ ქალაქისთვის, მაგრამ ცხადია არსებობს ჯერ კიდევ გამოწვევები, პრობლემები და ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მზად არის ამ პრობლემებს ღირსეულად უპასუხოს კონკრეტული საქმეებით და პროექტებით.

სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ბოროტება, სიძულვილი და ის აგრესია, რაც ოპონენტების მხრიდან მოდიოდა," - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system