თავში

დროა, ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა ნაბიჯები გადადგას - არჩილ თალაკვაძე

დროა, ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა ნაბიჯები გადადგას - არჩილ თალაკვაძე
დროა, ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა ნაბიჯები გადადგას - არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკურმა დიალოგმა ნათლად დაგვანახა, რომ ოპოზიციაში არიან ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც რეალურად მიაჩნიათ, რომ დემოკრატია არის მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა მნიშვნელოვანი ფუნქციაა, თუმცა არის მეორე გავლენიანი ჯგუფიც, რომელსაც, ამ შეთანხმების დაბლოკვა სურს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ოპოზიციის გეგმას, რომ ქუჩის პროცესებით და დესტაბილიზაციით რაიმე ცვლილებები მოხდეს, ძალიან ცოტა მოქალაქე უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, არჩევნებში ოპოზიციამ ბევრად მეტი ხმა მიიღო, ვიდრე შეეძლო ამ დესტრუქციული გეგმის გარშემო საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ოპოზიციის ეს გეგმა ახლა გაკოტრებულია და დროა, ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა, ვინც მომავალზეა ორიენტირებული და თვლის, რომ მონაწილეობა არის დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობა, ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა თალაკვაძემ ,,პირველ არხთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system