თავში

დროა უკვე შევიდეს, დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც - დეკანოიძე ელისაშვილზე

დროა უკვე შევიდეს, დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც - დეკანოიძე
დროა უკვე შევიდეს, დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც - დეკანოიძე ელისაშვილზე

"ნაციონალური მოძაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დიდიხანია პარლამენტში შესვლა სურს და რაღაც მიზეზის გამო ამას ვერ ბედავს.

დეკანოიძის თქმით, დროა უკვე ელისაშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას, რადგან ამ მუქარით ამომრჩეველიც დაიღალა.

„სევდიანი ისტორია მეჩვენება ალეკოსთვის, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში უნდა შევიდეს და უკაცრავად ამ უხეში სიტყვისთვის „გააპრავოს“ „ქართული ოცნება“ და გაყალბებული არჩევნები; მაგრამ მგონი, დროა უკვე შევიდეს იმიტომ, რომ მართლა დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც. შევიდეს, თუ ფიქრობს, რომ უნდა შევიდეს! მე არ მემეტება არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იმ პარლამენტში შესვლისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, მისი წარმოდგენა ემთხვევა კობახიძის წარმოდგენას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შევა რადგან დაემხო ქვეყანა თავზე და გაბუტვების დრო აღარ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system