თავში

დროებითი საგამოძიებო კომისია 4 დეპუტატით დაკომპლექტდა

დროებითი საგამოძიებო კომისია 4 დეპუტატით დაკომპლექტდა
დროებითი საგამოძიებო კომისია 4 დეპუტატით დაკომპლექტდა

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება. 

კომისიაში ოპოზიციას და უმრავლესობას თანაბარი წარმომადგენლობა ეყოლება. გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის წევრები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება მათი თავმჯდომარე.

"საგამოძიებო კომისიაში იქნება 4 წევრი, 2 კვოტა იქნება უმრავლესობისთვის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატებისთვის. დღეიდან, სამი დღის ვადაში, როგორც "ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას, აქვს საშუალება, რომ წარმოადგინოს თავისი კანდიდატები. ამ წარმოდგენიდან დღის განმავლობაში, რეგლამენტის შესაბამისად, უნდა მოხდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა და ამ სხდომაზე უნდა აირჩიონ თავმჯდომარე, მდივანი და დამტკიცდეს დებულება,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომისიის მუშაობაში "მოქალაქეები" და სხვა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა მუშაობაში ერთვებიან "ევროპელი სოციალისტები".  ფრიდონ ინჯიას განცხადებით, თუ "მოქალაქეები" პროცესში ჩართვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი მათ ერთ ადგილს დაუთმობენ. 

"ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ თუ იმ ორ კვოტაში "მოქალაქეებს" მოუნდება ჩართვა, ჩვენი რომელიმე წევრი დატოვებს და დავუთმობთ ადგილს. მე მქონდა წინადადება, რომ კომისიის მუშაობაში დარეგისტრირდნენ ის თანამდებობის პირებიც, რომელთაც აქვთ ინფორმაცია და უნდათ მიიღონ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა. კომისიის დასკვნა გამოგვადგება ნებისმიერ სიტუაციაში," - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system