თავში

დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა - ვოლსკი

დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა - ვოლსკი
დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა - ვოლსკი

პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვა "დრომოჭმული იმპერატორის" განცხადებებს ჰგავდა. 

მისივე თქმით, ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, საით მიდიოდა სახელმწიფო, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და 2012 წლის ცვლილება.

"მე არა მგონია, რომ მხოლოდ ეს განცხადებები იყო რაიმე ახალი აღმოჩენა, პირიქით, რაღაც დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ილაპარაკა დემოკრატიაზე. მაგრამ ამის უკან დევს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგად უნდა დავუფიქრდეთ, თუ საით მიდიოდა სახელმწიფო, რომ არა ცვლილება, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოხერხდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system