თავში

კონსულტაციები გრძელდება - ბიძინა ივანიშვილი გუნდთან მორიგ შეხვედრას მართავს - PHOTO

კონსულტაციები გრძელდება - ბიძინა ივანიშვილი გუნდთან მორიგ შეხვედრას მართავს - PHOTO
კონსულტაციები გრძელდება - ბიძინა ივანიშვილი გუნდთან მორიგ შეხვედრას მართავს - PHOTO

,,ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დღესაც მიმდინარეობს. სხდომაზე უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობს. უმრავლესობის სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც გუნდთან კონსულტაციებს მეორე დღეა მართავს. უმრავლესობის სხდომას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც ესწრება.

შეგახსენებთ, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა გუშინ იგეგმებოდა, თუმცა კენჭისყრა აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაიდო. ამის შემდეგ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა იმ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ირაკლი შიოლაშვილს და დიმიტრი ხუნდაძეს, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერენ. 

შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათ აზრი არ შეუცვლიათ. 

უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გადაწყვიტა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ივლისში დაიწყო. ინიციატივა "ქართულმა ოცნებამ წარადგინა".

ინიციატივის თანახმად, ცვლილებები 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერით. პარლამენტის მანდატის მიღება შეუძლია ყველა პარტიას, რომელიც, ხმების, სულ მცირე, 0,67%-ს დააგროვებს.

პარტიებს აკერძალებათ ბლოკებად გაერთიანება, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხმა სჭირდებათ მომდევნო მანდატის მისაღებად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system