თავში

დუმბაძე: არჩევნები გაყალბებულია ყველგან, რანაირად გავაჩეროთ ეს ხალხი

დუმბაძე: არჩევნები გაყალბებულია ყველგან, რანაირად გავაჩეროთ ეს ხალხი
დუმბაძე: არჩევნები გაყალბებულია ყველგან, რანაირად გავაჩეროთ ეს ხალხი

"ბიძინა ივანიშვილს სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ შუშის სასახლესთან, როგორც კი წამოვა საარჩევნო ყუთისკენ, დავხვდებით საარჩევნო ყუთთანაც და იქაც მოვუწყობთ სირცხვილის კორიდორს," - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პოლიტიკურ კრიზისს მოყვება სირცხვილის კორიდორი, პანღური, თუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

"ბიძინა ივანიშვილს სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ შუშის სასახლესთან, როგორც კი წამოვა საარჩევნო ყუთისკენ, დავხვდებით საარჩევნო ყუთთანაც და იქაც მოვუწყობთ სირცხვილის კორიდორს. არჩევნები გაყალბებულია ყველგან. ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი, რადგან არჩევნები არ არის ერთპარტიული, ვემუდარებოდით ბიძინა ივანიშვილს, ჩაეტარებინა სრულად პროპორციული არჩევნები, მიიღო პოლიტიკური კრიზისი, რა ვქნათ, რანაირად გავაჩეროთ ეს ხალხი, მაშინ მომცეს ბიძინა ივანიშვილმა რეცეპტი, როგორ შევრეკო ეს ხალხი ქუჩიდან სახლში და, კი ბატონო, თუ მეტყვის, ამას გავაკეთებ. ამ პოლიტიკურ კრიზისს მოყვება სირცხვილის კორიდორი, პანღური, თუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, მე არ მიმიღია, ვმოქმედებ იმის შესაბამისად, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, არჩევნები არ უნდა გაყალბდეს, წერტილი," - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system