თავში

ძალადობა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ISFED ანგარიშს აქვეყნებს

ძალადობა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ISFED ანგარიშს აქვეყნებს
ძალადობა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ISFED ანგარიშს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. კვლევა 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით გამოვლინდა ფიზიკური ძალადობის 9, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის 37 და მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი. ასევე საუბარია სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 18 ფაქტზეც.

მესამე სექტორი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულონ.

"ყველაზე სერიოზულ პრობლემას ამ შემთხვევაში რაოდენობიდან გამომდინარე წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების აქტივისტების წინააღმდეგ ზეწოლა-მუქარის და ხელის შეშლის ფაქტები. ამ შემთხვევაში ტენდენციური სახით იკვეთება, რომ ძირითადად ხორციელდება ზეწოლა-მუქარა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თუ მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომ ისინი ჩამოშორდნენ საარჩევნო კამპანიას. მოქალაქეებს აქვთ გარკვეული დისკომფორტი და ეშინიათ მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიის მიზნით გამართულ შეხვედრებში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან მათ ეშინიათ, რომ ამის შედეგად ისინი, თუ მათი ოჯახის წევრები აღარ მიიღებენ სოციალურ დახმარებას," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system