თავში

"ძალაინ განიცდის" - ნიკა მელია ადვოკატმა მოინახულა

"ძალაინ განიცდის" - ნიკა მელია ადვოკატმა მოინახულა
ძალაინ განიცდის - ნიკა მელია ადვოკატმა მოინახულა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა მოინახულა.  

როგორც მან რუსთავის ციხესთან ჟურნალისტებს განუცსადა, ნიკა მელიას პოზიციები ამნისტიის კანონთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

"ნიკა მელიას პოზიცია არის უცვლელი. ერთადერთი, მან დაამატა, რომ ძალიან განიცდის ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, ვინაიდან აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" იმდაგვარ ამნისტიის კანონოპროექტს დააინიცირებს, რომელზედაც დათანხმება იქნება ელემენტარულად შეუძლებელი. ამასთან, ნიკა მელია იმედოვნებს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ აღნიშნულ ამნისტიის კანონპროექტში არ მოხვდნენ მოძალადეები,"-აცხადებს ადვოკატი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system