თავში

ძალაუფლება იმდენად ძლიერი ცდუნებაა, რეალურად შენს თავს კარგავ - ირაკლი ღარიბაშვილი

ძალაუფლება იმდენად ძლიერი ცდუნებაა, რეალურად შენს
ძალაუფლება იმდენად ძლიერი ცდუნებაა, რეალურად შენს თავს კარგავ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი პრემიერობის პოსტიდან გადადგომის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ ათონის მთაზე წავიდა, რათა პოლიტიკური "დეტოქსი" განეცადა. 

არ დაგიმალავთ, გადავდექი თუ არა, ძალაუფლება და პოლიტიკა იმდენად ძლიერი ცდუნებაა, რომ ყოველთვის გეძახის, მაგნიტია. აქ რეალურად შენს თავს კარგავ.

დამერწმუნეთ, ამის დამარცხება ძალიან რთულია.

გეტყვით ჩემს საიდუმლოს, როგორ გავაკეთე ეს. პირველი იყო საკუთარ თავთან ბრძოლის გამოცხადება და ყველა შეცდომის, ჩემი ყველა ნაბიჯის გაანალიზება.

მაშინ დავინახე ჩემი ხარვეზები, შეცდომები, ყველაფერი. მათ შორის სხვების შეცდომები, მაგრამ საბოლოო ჯამში მივდიოდი მაინც ჩემს შეცდომასთან, იმიტომ, რომ ალბათ მე

მოვაკელი ყურადღება. უფრო მეტი კონტროლი უნდა მქონოდა, ნაკლები ემოციურობა იყო საჭირო და უფრო მეტი ცივი პრაგმატიზმი. და მეორე, ალბათ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის სიყვარული, რომელიც ყველაფერს გადაწონის. შეიძლება გაჰყვე ამ ცდუნებას და მერე უცებ ბრუნდები რეალობაში. და რეალობა რა არის? შენი ოჯახი.

გახსენდება შვილები, მეუღლე, მშობლები, ახლობლები. ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ძვირფასნი არიან, ვინც ძალიან ბევრი სიკეთე გაგიკეთა. ეს ემოცია ერთვება შემდეგ და რეალურად ეს გადაგატანინებს ცდუნებას, რომელიც უკავშირდება ძალაუფლებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system