თავში

ძალიან ბევრი რამ არის დასაგეგმი - სამადაშვილი

ძალიან ბევრი რამ არის დასაგეგმი - სამადაშვილი
ძალიან ბევრი რამ არის დასაგეგმი - სამადაშვილი

შეთანხმების სწრაფი განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ ძალიან ბევრი რამ არის დასაგეგმი იმისთვის, რომ ჩვენ ამ შეთანხმების სწრაფი განხორციელება დავიწყოთ, - ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ოპოზიციამ ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაარეგისტრირა, რომლის განხილვაც პარლამენტში მოხდება. 

"ასევე, დასაგეგმია კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმიტომ, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი აიძულონ ხელისუფლება შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულოს. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, ჩვენ დავარეგისტრირეთ ჩვენი ვერსია, შესაბამისად ამ კანონპროექტზე მსჯელობა გაგრძელდება პარლამენტში, შესაბამისი საპარლამენტო ფორმატების გამოყენებით", - განაცხადა სამადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system