თავში

ძალით ხომ არ დააკავებ, გინდა თუ არა დეპუტატი იყავიო - ელისაშვილი

ძალით ხომ არ დააკავებ, გინდა თუ არა დეპუტატი იყავიო - ელისაშვილი
ძალით ხომ არ დააკავებ, გინდა თუ არა დეპუტატი იყავიო - ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადასაწყვეტია, უნდა თუ არა მას დეპუტატობა.

"როცა პირველად სადეპუტატო უფლებამოსილებას უჩერებდნენ, მაშინ ამის წინააღმდეგ ხმა მივეცით და აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით. ვინაიდან, ახლა თავად ითხოვს, კი ბატონი, შეუწყდეს. თუ ასე ძალიან უნდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ძალით ხომ არ დააკავებ და ეტყვი, გინდა თუ არა დეპუტატი იყავიო", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system