თავში

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ - ნიკა მელია

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ - ნიკა მელია
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.  

მისი თქმით, ის თავს მოტყუებულად გრძნობს და გირაოს გადახდის წინააღმდეგია. 

"პირველ რიგში, რომელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რა გადაწყვეტილება მიიღო ამის განხილვაში არ შევალ. ეს არის მათი სუვერენული უფლება და არ განვსჯი არავის, მითუმეტეს აქედან, მაგრამ, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და სიმართლე გითხრათ გაწბილებული და მოტყუებულიც. აღმოჩნდა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას და ამ შეტანხმების მიღმა, ზეპირსიტყვიერად, ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა. რომ თურმა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. ეს არის წინაპირობა და მთელი 2 თვის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ახირება კი არ იყო. იდეაა ჩემი, რომ უსამართლობას თავი არ დავუხარო. დამოკლეს მახვილივით, რომ ეკიდებოდა პოლიტიკოსების საქმეები, ფარგლებს რომ უსაზღვრავდნენ სამოქმედოს, ეგ გავარღვიე და გამოვიდა ახლა, რომ თითქოს ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ჩემი თანხმობით, რაზეც მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რაც არ უნდა იყოს. არავინ არ გაბედოს გამოსასყიდის გადახდა", - აცხადებს ნიკა მელია "მთავარ არხთან".

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

დღეს დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system